9 მაისი, 2021
გორის მერი ატენში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებს ეცნობა.
გორის მერიის ინფორმაციით, ატენში უკვე იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას.
მათივე ცნობით, გზის გაწმენდა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ატენის თემში. წვიმამ მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. ადიდებულია ხევის წყალი. შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.