Wn/ka/გერმანია რუსულ გაზზე უარს ამბობს

< Wn‎ | ka
Wn > ka > გერმანია რუსულ გაზზე უარს ამბობს

27 თებერვალი, 2022

გერმანიის კანცლერის ამ განცხადებას გერმანიის ბუნდესტაგში ტაშით შეხვდნენ. „უკრაინაზე თავდასხმით, ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად ახალ ერაში, კიევში, ხარკოში, ოდესასა და მარიუპოლში, ხალხი იბრძვის არამხოლოდ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვისაც, იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც დასავლეთის მხრიდან მის მიმართ მკაცრი სანქციები მოჰყვა.