Wn/ka/ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

< Wn | ka
Wn > ka > ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

30 მაისი, 2019

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ქურ­დუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს მი­აგ­ნო, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Elperiodico წერს. ასო­ბით და­კა­ვე­ბულ პირს შო­რის 79 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ბარ­სე­ლო­ნა­ში მდე­ბა­რე მე­ნენ­დეს პი­და­ლის სკო­ლა 2011-2012 სას­წავ­ლო წლის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო და­ი­ხუ­რა. მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ოჯა­ხე­ბი, მათ შო­რის ქურ­დუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი.

4 აპ­რილს ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 25 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბო­დათ და­ყა­ჩა­ღე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის გა­ქურდვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი კა­ტა­ლო­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ სა­სა­მარ­თლოს და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­წყო და­კა­ვე­ბე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე და­ი­წყო. Elperiodico-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 79 მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი.