Wn/ka/აშშ-ის საელჩო განცხადება „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ახალ კანონზე

< Wn | ka
Wn > ka > აშშ-ის საელჩო განცხადება „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ახალ კანონზე

29 აპრილი, 2021

„ამ ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა არა­სა­ჭი­რო და უსარ­გებ­ლო იყო. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან სიღ­რმი­სე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აჩენს კი­თხვებს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს შო­რის და­დე­ბუ­ლი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დონ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, რათა შე­ამ­ცი­რონ ღრმა პო­ლა­რი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ქარ­თულ ოც­ნე­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა და მარ­თოს გამ­ჭრ­ვირ­ვა­ლედ და ინ­კლუ­ზი­უ­რად. ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის არ­გა­მარ­თვის გამო, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ლო­დი­ნი არ გა­ა­მარ­თლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტია, რა­საც ქარ­თველ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა ხმა. დროა, ყვე­ლა პარ­ტი­ამ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ, ერ­თად იმუ­შა­ოს პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად“