ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ (73 კგ) ატაცში 136. 142 დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა. ამასთანავე, ქართველმა ძალოსანმა საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 163. 168 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში თავი 310 კილოგრამს მოუყარა.