Wn/ka/არჩილ თალაკვაძე გადადგა

< Wn | ka
Wn > ka > არჩილ თალაკვაძე გადადგა

24 აპრილი, 2021

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გადადგა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა: „იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და შე­თან­ხმე­ბით, რო­მელ­შიც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად მე წარ­მო­ვად­გენ­დი, ვთვლი, რომ პარ­ლა­მენ­ტში შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დავ­ტო­ვო სპი­კე­რის პო­ზი­ცია და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­ვად­გი­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან გა­უ­ძღვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ რო­ტა­ცია.

ახლა, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოპო­ზი­ცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ად­გი­ლი დარ­ბაზ­შია კო­ლე­გე­ბის გვერ­დით და არა სპი­კე­რის როლ­ში. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო მე-9 და მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტებ­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი გუნდს და ჩვენს თან­მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მოთ­მი­ნე­ბი­სა და გვერ­დით დგო­მის­თვის. ერ­თად გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას და ბრძო­ლას მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­პო­ვებთ ახალ გა­მარ­ჯვე­ბებს და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ქვე­ყა­ნა­ში პროგ­რესს“