Wn/ka/არეულობა დავითგარეჯაში

< Wn | ka
Wn > ka > არეულობა დავითგარეჯაში

აღდგომის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანელმა მესააზღვრეებმა დაიკავეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია და მისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს, ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი, შალვა ნათელაშვილმა მოითხოვა გაეროს საგანგებო სხდომა, თავისი მოსაზრება გამოთქვა სასულიერო პირთა გარკვეულმა ნაწილმა რომელნიც თვლიან, რომ აზერბაიჯანმა უნდა დატოვოს ისტორიულად საქართველოს ტერიტორია. იქ ჩავიდა „ანტი-საოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა. სააღდგომოდ მესაზღვრეებმა საზღვარი გახსნეს, ამ პერიოდში მოეწყო აქცია ეკლესიის მიმდებარედ, მომიტინგეებმა ააფრიალეს ქართული დროშები, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კი განაცხადეს, რომ აღდგომის შემდეგ საზღვარი კვლავ ჩაიკეტება და ისიც თქვეს, რომ ეს „კავკასიის ალბანეთის“ უძველესი ტერიტორიაა.