27 ოქტომბერი, 2019
აშშ-ში ნომერ პირველი ტერორისტი, ISIS-ის დამაარსებელი, აბუ ბაქრ-ალ ბაღდადი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაცია ჩაატარა ამერიკულმა სპეციალური ოპერაციის, დელტას ჯგუფის რაზმმა ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში. აღნიშნული ინფორმაცია განუცხადა FOXNEWS-ს უცნობმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც მისი ლოკაცია აღმოჩენილი იქნა ამერიკელების მიერ.
საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი გააკეთებს პრესკონფერენციას ვაშინგტონის დროით 9 საათზე.
ტრამპმა საკუთარ TWITTER-ზე დაწერა:„ახლახანს ძალიან დიდი რამ მოხდა“.