Wn/ka/РБК: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადმოდის

< Wn | ka
Wn > ka > РБК: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ნაწილი და სტუდია საქართველოში გადმოდის

7 მაისი, 2021

რუსული მედიის, РБК-ის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი გადაცემების საქართველოდან ტრანსლირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, საქართველოში უკვე გადმოვიდა ფონდის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედდინოვი და ტექნიკური თანამშრომლები. წყაროზე დაყრდნობით РБК ასევე წერს, რომ საქართველოში გამოგზავნილია ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილიც.