26 აპრილი, 2021
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1058 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304272 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 287029 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 4,03%, ბოლო 7 დღის - 4,51% -ია.