14 მაისი, 2021
იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, სადაც პალესტინური დასახლებები მდებარეობს, ისრაელის თავდაცვის ძალებთან (IDF) ეთნიკურ პალესტინელთა შეტაკებები მიმდინარეობს. მოვლენებს 6 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ებრაული პრესა ავრცელებს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლეს 2 პალესტინელი, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მანქანით გატანვას ცდილობდნენ.