Wn/ka/დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესისთვის ემზადება

< Wn‎ | ka
Wn > ka > დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესისთვის ემზადება

3 აპრილი, 2023

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. უსაფრთხოების მიზნით ნიუ-იორკის პოლიციამ გადაკეტა მოძრაობა სასამართლოს იმ შენობასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გამოცხადდეს. მას ბრალი ნაფიცმა მსაჯულებმა 30 მარტს წარუდგინეს. ამერიკის ექს-პრეზიდენტი მისდამი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს, და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას აქტიურად აწარმოებს. ბრალდება ტრამპს ედავება 2016 წელს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის (2017-2021 წწ.) მხარდამჭერები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

წყარო edit